ყველის ბურთულები, საახალწლო რეცეპტი. უგემრიელესი მისაყოლებელი საახალწლო სუფრისთვის.
სირთულე
მარტივი
დრო
30 წუთი
ულუფა
8
კალორია
460 კკალ.
ინგრედიენტები:
- ყველი 200 გრამი,
- კვერცხი 3 ცალი,
- უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი (მასისთვის) 4 სუფრის კოვზი,
- უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი (შესაწვავად) 3 სუფრის კოვზი,
- მცენარეული ზეთი შესაწვავად,
- მარილი გემოვნებით.
მომზადება:
- განვაცალკევოთ კვერცხის გული ცილისგან.
- კვერცხის ცილა მოვათავსოთ თასში და კარგად ავთქვიფოთ თეთრი მასის მიღებამდე.
- დაუმატოთ ფქვილი და ისევ ავთქვიფოთ.
- ყველი გავხეხოთ წვრილ სახეხზე.
- დაუმატოთ თასში გახეხილი ყველი და მოურიოთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას.
- მასა გამოდის ძალიან წებოვანი.
- სველი ხელებით დავამგვალოთ მასა პატარა ბურთულებად, ამოვსვაროთ კარგად ფქვილში და დავალაგოთ ფქვილ მოყრილ თეფშზე.
- ღრმა ტაფაზე დავასხათ ზეთი(იმდენი რომ ბურთულა თავისუფლად ცურავდეს).
- ზეთი რომ გაცხელდება ჩავყაროთ ფრთხილად და შევწვათ ოქროს ფერის მიღებამდე.
- შემწვარი ოქროსფერი ბურთულები ამოვიღოთ ზეთიდან და დავალაგოთ ხელსახოც ქაღალდზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად.
- ჩვენი უგემრიელესი ყველის ბურთულები მზადაა. მოვრთოთ სალათის ფურცლებთან ერთად თეფშზე და მივიტანოთ საახალწლო სუფრასთან.
- გემრიელად მიირთვით.