ქათმის რულეტი ყველისა და სოკოს შიგთავსით
სირთულე
საშუალო
დრო
60 წუთი
ულუფა
8
კალორია
320 კკალ.
ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე – 4 ნაჭერი
- ქამა სოკო – 250 გ
- ყველი – 150 გ
- ნიორი – 3 კბილი
- მაიონეზი – 3 ს/კ
- დაჭრილი ბეკონი – 150 გ
- მარილი და პილპილი – გემოვნებით
მომზადება:
- ყველი გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე . დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მაიონეზი და კარგად ამოურიეთ.
- სოკო მოხარშეთ. დაჭერით ძალიან წვრილად, შეურიეთ ყველის მასას ეს იქნება რულეტის შიგთავსი.
- ქათმის ფილე უნდა შეაშროთ.
- თითოეული ნაჭერი ჩაჭერით შუაში და ცოტა დაბეგვეთ.
- მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი.
- ფილეზე გაკეთებულ ” ჯიბეში” მოათავსეთ მომზადებული შიგთავსი და რულეტივით გადაახვიეთ, ზემოდან კი ცოტა ხანს გააჩერეთ, რომ გაიჟღინთოს.
- შემდეგ დააწყვეთ ტაფაზე და შებრაწეთ 35-40 წუთის განმავლობაში ცხელ აირღუმელში.
- თუ სურვილი გაქვთ, რულეტებთან ერთად ტაფაზე დააწყვეთ გრძლად დაჭრილი კარტოფილი, ისიც შებრაწეთ და გარნირიც მზად იქნება.
- გემრიელად მიირთვით.