ფლავი ხორცით და ჩირით
სირთულე
საშუალო
დრო
35 წუთი
ულუფა
4
კალორია
190 კკალ.
ინგრედიენტები:
- მარილი და პილპილი-გემოვნებით
- 300 გ საქონლის ან ცხვრის ხორცი
- 1 ცალი სტაფილო
- 10-12 ცალი ჩირი (გარგარი ან შავი ქლიავი)
- 1 ჭიქა ბრინჯი გრძელი
- ძირა – გემოვნებით
მომზადება:
- გრძელი ბრინჯი კარგად გავრეცხოთ, გადავწუროთ, გავავლოთ ცივი წყალი, დავწუროთ.
- ქვაბში ცხიმში დავბრაწოთ ხორცის ნაჭრები.
- დავამატოთ ჩხირებად დაჭრილი სტაფილო და ჩირი.
- ვშუშოთ ცოტა ხანს.
- დავამატოთ მარილი, პილპილი, ძირა.
- დაწურული ბრინჯი, დავაყაროთ ხორცს.
- დავასხათ 2 ჭიქა წყალი, დავახუროთ და წამოვადუღოთ.
- შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და ვხარშოთ სითხის დაშრობამდე.
- გემრიელდად მიირთვით.