ინდაურის საცივი აჭარულად
სირთულე
საშუალო
დრო
60 წუთი
ულუფა
8
კალორია
605 კკალ.
ინგრედიენტები:
- ინდაური,
- 4 ჩაის ჭიქა ნიგოზი,
- 400 გრამი ხახვი,
- 3 ცალი კვერცხი,
- ნიორი გემოვნებით,
- ხმელი სუნელი გემოვნებით,
- წიწაკა გემოვნებით,
- მარილი გემოვნებით,
მომზადება:
- გასუფთავებული , გარეცხილი ინდაური მოვათავსოთ ქვაბში და მთლიანად მოვხარშოთ.
- ნახარშს მოვხადოთ ცხიმი და ამ ცხიმში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
- ცალკე დავნაყოთ ნიგოზი, ჩავალესოთ კვერცხის გული (ვლესოთ კარგა ხანს).
- შემდეგ ამაშივე ავურიოთ კარგად დანაყილი ხმელი სუნელი, ნიორი, წიწაკა და გავხსნათ ინდაურის ნახარშში.
- მოხარშულ ინდაურს მოვაყაროთ მარილი, გავაცივოთ, დავჭრათ და მოვასხათ გამზადებული, გაცივებული წვენი.
- გემრიელად მიირთვით.