პასტა და ბურღულეული, ხორცეული

ბრინჯის ფლავი ქათმის ფილეთი, რეცეპტი

ბრინჯის ფლავი ქათმის ფილეთი

ბრინჯის ფლავი ქათმის ფილეთი

ბრინჯის ფლავი ქათმის ფილეთი

ინგრედიენტები:

  • 400 გრამი ბრინჯი გრძელი,
  • 300 გრამი ქათმის ფილე,
  • 200 გრამი სტაფილო,
  • 1 ცალი ხახვი,
  • 10 გრამი კამა,
  • 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ბრინჯი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ადუღებულ მარილწყალში და ვხარშოთ მომზადებამდე.
  2. მოხარშული ბრინჯი გადმოვიღოთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი.
  3. ქათმის ფილე მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, შევდგათ საშუალო ცეცხლზე და ვხარშოთ მომზადებამდე.
  4. მოხარშული ქათმის ფილე დავჭრათ მოზრდილ კუბიკებად.
  5. სტაფილო დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
  6. ხახვი და კამა დავჭრათ წვრილად.
  7. გავახუროთ ტაფა, მოვასხათ მცენარეული ზეთი დავაყაროთ ხახვი და სტაფილო და ჩავშუშოთ.
  8. მოშუშულ სტაფილოს და ხახვს დაუმატოთ მოხარშული ქათმის ფილის კუბიკები და კიდევ ვშუშოთ 5-7 წუთი.
  9. დაუმატოთ ბრინჯი, კარგად აურიოთ და გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი.
  10. დაუმატოთ მარილი, შავი პილპილი, კამა კარგად ამოურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  11. კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
5/5 (1 Review)

Related Posts