სენდვიჩი ლორით.
სირთულე
მარტივი
დრო
15 წუთი
ულუფა
2
კალორია
620 კკალ.
ინგრედიენტები:
- 4 ნაჭერი პური,
- 4 ნაჭერი ლორი,
- 50 გრამი ყველი,
- 30 გრამი კარაქი.
მომზადება:
- ყველი გავხეხოთ წვრილ სახეხზე.
- პურის ნაჭერზე წაუსვათ კარაქი.
- ლორი მოვათავსოთ კარაქიან პურზე.
- მოვაყაროთ გახეხილი ყველი.
- მოვათავსოთ გახეხილ ყველზე მეორე ნაჭერი ლორი.
- დავადოთ ზემოდან მეორე ნაჭერი პური.
- სენდვიჩი მოვათავსოთ ტოსტერში და დავბრაწოთ.
- კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.