დესერტი, ნამცხვრები, ცომეული

მაფინები ლურჯი მოცხარით. მარტივი დესერტი

მაფინები ლურჯი მოცხარით. მარტივი დესერტი

მაფინები ლურჯი მოცხარით. მარტივი დესერტი

სირთულე

მარტივი

დრო

45 წუთი

ულუფა

8

კალორია

125 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 2 1⁄2 ჭიქა ფქვილი
  • 3⁄4 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 ჭიქა მოუხდელი რძე
  • შაქარის პუდრა მოსაყრელად
  • 150 გრამი კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ჩაის კოვზი საჭმლის სოდა
  • 1⁄4 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 2 ჭიქა ლურჯი მოცხარის მარცვლები

მომზადება:

  1. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე.
  2. მიქსერით ავთქვიფოთ შაქარი და კარაქი(ოთახის ტემპერატურის) ფაფუკი მასის მიღებამდე 5 წუთით თქვიფეთ.
  3. დაუმატეთ კვერცხი სათითაოდ, თასის კიდეები კოვზით ჩაწმინდეთ და დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, შეგვიძლია ვანილის ფხვნილი 1 ც.
  4. თასში აურიეთ ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი და დარიჩინი.
  5. ფქვილის ნაზავის მესამედი კვერცხის ნაზავს დაუმატეთ და ათქვიფეთ.
  6. შემდეგ შეურიეთ რძის ნახევარი.
  7. დაუმატეთ კიდევ ფქვილის მესამედი, ათქვიფეთ და შეურიეთ დარჩენილი რძე.
  8. შეათქვიფეთ დარჩენილი ფქვილიც.
  9. როდესაც მივიღებთ ერთგვარ მასას, შეურიეთ ლურჯი მოცხარის მარცვლები.
  10. მოუსვით ცხიმი მაფინის საცხობ 15 ჭიქიან ფორმას. თითოეული ჭიქა ცომით თითქმის ბოლომდე ამოავსეთ.
  11. მოაყარეთ შაქარის პუდრა და აცხვეთ 15–20 წუთით, გადაბრაწვამდე.
  12. გააგრილეთ ფორმაშივე.
  13. გაგრილებული ანოვიღოთ ფორმებიდან და მოვათავსოთ ლანგარზე.
  14. გემრიელად მიირთვით.

მაფინები ლურჯი მოცხარით. მარტივი დესერტი