უგემრიელესი ტოსტი ბეკონი, კვერცხი და პომიდვრით
სირთულე
მარტივი
დრო
30 წუთი
ულუფა
6
კალორია
320 კკალ.
ინგრედიენტები:
- 12 ნაჭერი ბეკონი
- 12 ცალი პატარა პომიდორი (ჩერი)
- 6 ცალი კვერცხი,
- 6 ნაჭერი გახუხული პურის ნაჭერი
- ზეითუნის ზეთი შესაწვავად
- დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- ტაფაზე მოვასხათ ზეითუნის ზეთი.
- შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და გახურების შემდეგ დავაწყოთ ბეკონის ნაჭრები და შევწვათ ორივე მხრიდან.
- შემწვარი ბეკონი გადმოვალაგოთ ხელსახოც ქაღალდზე, რომ ზედმეტი ცხიმისგან დაიწმინდოს.
- პომიდორი გავჭრათ ოთხად, დავაწყოთ იგივე გახურებულ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან დაახლოებით 4 წუთი თითო მხრიდან. (ზეთი დავამატოთ თუ მოითხოვა)
- გადმოვიღოთ შემწვარი პომიდორი თეფშზე და მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
- იგივე ტაფაზე შევწვათ კვერცი მთელ-მთელი. ისე რომ კვერცხის გული არ გამოშრეს და გადმოვიღოთ ტაფიდან.
- გახუხული პურის ნაჭრებზე დავალაგოთ მომზადებული ინგრედიენტები შემდეგი თანმიმდევრობით: 2 ცალი ბეკონის ნაჭერი, 4 ნაჭერი პომიდორი, 1 კვერცხი.
- მოვაყაროთ ზემოდან მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
- გემრიელად მიირთვით.