მაკარონი ქათმის ფილეთი და ყველით
სირთულე
საშუალო
დრო
25 წუთი
ულუფა
4
კალორია
122 კკალ.
ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე – 1 ცალი
- ყველი 1 ნაჭერი
- მაკარონი – ნებისმიერი სახეობის, 150 გ
- ხახვი – 1 თავი
- კარაქი – 15 გ
- თეთრი მშრალი ღვინო – 100 მლ
- ნაღები – 3 ს/კ
- ქონდარი – დაფქული, მწიკვი
- მარილი და პილპილი – გემოვნებით
მომზადება:
- მოხარშეთ მაკარონი მარილწყალში.
- გადაწურეთ.გადაავლეთ ცივი წყალი, მოასხით ოდნავ ზეთი და აურიეთ, რომ არ მიეკრას ერთმანეთს.
- გაფცქვენით და დაჭერით ხახვი, მოხრაკეთ კარაქში.
- დაასხით ხახვს ღვინო და მოთუშეთ 2-3 წუთი.
- შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ქათმის ფილე.
- თუშეთ ხორცი მიღებულ მასაში კიდევ 7-8 წუთი, თან პერიოდულად ურიეთ.
- გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან, დაუმატეთ ნაღები და მაკარონი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ქონდარი.
- ამოურიეთ და ზემოდან მოახეხეთ ყველი.
- გემრიელად მიირთვით.