კექსი
სირთულე
მარტივი
დრო
60 წუთი
ულუფა
8
კალორია
250 კკალ.
ინგრედიენტები:
- 100 გრამი კარაქი,
- 1 ჭიქა შაქარი,
- 2 ცალი კვერცხი,
- 2 ჭიქა ფქვილი,
- 0,5 ჭიქა მაწონი (ან კეფირი),
- 1 ჩაის კოვზი სოდა,
- დანის წვერით ვანილი,
- მოსაყრელად შაქრის პუდრა.
მომზადება:
- შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ თეთრი, ფაფუკი მასის მიღებამდე.
- დაუმატეთ დარბილებული კარაქი, კეფირი ან მაწონი, სოდა, ვანილი ფქვილი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ცომში ქიშმიში და ნიგოზი.
- გადაიტანეთ მიღებული ცომი ცხიმწასმულ ფორმაში და აცხვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.
- გამომცხვარ კექსს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
- გემრიელად მიირთვით!