ალუბლის პეროგი.
სირთულე
მარტივი
დრო
60 წუთი
ულუფა
8
კალორია
450 კკალ.
ინგრედიენტები:
- 250 გრამი ალუბალი,
- 100 გრამი კარაქი,
- 3 ცალი კვერცხი,
- 200 გრამი ფქვილი,
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი,
- შაქრის პუდრა.
მომზადება:
- ალუბალი გავრეცხოთ და გამოვაცალოთ კურკები.
- დარბილებული კარაქი შეაზავეთ შაქართან
- ამ მასას დაამატეთ კვერცხი სათითაოდ კარგად რომ შეზავდეს
- დავუმატოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და კარგად შევაზავოთ.
- გაფინეთ პერგამენტის ქაღალდი ფორმაში(ამ რეცეპტის შემთხვევაში დიამეტრი 24 სმ.)
- შიგნით მოვათავსოთ ცომი და ზედ ალუბლები.
- ალუბლები თითის დაჭერით ჩავიყვანოთ ცომში ისე რომ თითქმის დაიფაროს
- გამოვაცხოთ 180 °С-ზე , 35-40 წუთის განმავლობაში.
- შეაციეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა გემოვნებით.
- გემრიელად მიირთვით.