ჩახოხბილი ქათამი
ჩახოხბილი ქათამი
ინგრედიენტები:
- 600-800 გრამი ქათამი,
- 400 გრამი პამიდორი,
- 2 ცალი პამიდორი,
- 10 გრამი რეჰანი,
- 10 გრამი ოხრახუში,
- 10 გრამი ქინძი,
- 10 გრამი ნიახური,
- 3 კბილი ნიორი,
- 1 ცალი ბულგარული წიწაკა,
- 2 ცალი დაფნის ფოთოლი,
- გემოვნებით წიწაკა,
- გემოვნებით მარილი,
- 10 გრამი კამა.
მომზადება:
- ქათამი გავრეცხოთ, გავასუფთაოთ, დავჭრათ და ჩავალაგოთ ქვაბში.
- დაუმატოთ 2 ცალი დაფნის ფოთოლი შევდგათ დაბალ ცეცხლზე და ვშუშოთ 20 წუთის განმავლობაში.
- ხშირად ამოურიოთ, რომ არ მიიკრას ქვაბზე.
- სანამ ქათამი იშუშება მწვანილები დავჭრათ წვრილად.
- პამიდორი დავაბლენდეროთ ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- ნიორი დავჭრათ წვრილად.
- ბულგარული წიწაკა დავჭრათ წვრილად .
- ხახვი დავჭრათ წვრილად.
- 20 წუთის შემდეგ ქვაბში დაუმატოთ ხახვი და ცოტა წყალი რომ არ მიიკრას.
- 5 წუთის შემდეგ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და დაჭრილი მწვანილის ნახევარი.
- გავაგრძელოთ შუშვა კიდევ 10 წუთი.
- დავუმატოთ დაბლენდერებული პამიდორი და ვადუღოთ 5 წუთი (თუ ვამზადებთ ჩახოხბილს პამიდვრის პასტით მაშინ უნდა გავხსნათ 2 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა 1 ლიტრ ცივ წყალში).
- დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი, წიწაკა, დარჩენილი მწვანილი, ამოურიოთ კარგად და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.