ქათმის ღვიძლის სოუზი
ქათმის ღვიძლის სოუზი
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი ქათმის ღვიძლი,
- 6 ცალი კარტოფილი,
- 4 ცალი ხახვი,
- 4 კბილი ნიორი,
- 5 გრამი ქინძი,
- 5 გრამი ოხრახუში,
- 5 გრამი კამა,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- 2 სუფრის კოვზი პამიდვრის საწებელა,
- გემოვნებით წიწაკა,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ქათმის ღვიძლები გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.
- კარტოფილი გავთალოთ გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომის კუბიჯებად.
- მწვანილი დავჭრათ წვრილად.
- ხახვი დავჭრათ წვრილად.
- ნიორი დავჭრათ წვრილად.
- ქათმის ღვიძლები ჩავყაროთ ქვაბში დავასხათ წყალი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
- რომ ადუღდება 5 წუთის შემდეგ გადაუწუროთ წყალი, ჩავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი, ზეთი და ისევ შევდგათ ცეცხლზე.
- წყალი რომ ჩაუშრება დაუმატოთ ხახვი, ნიორი, წიწაკა და კარგად ჩავშუშოთ.
- დაუმატოთ კარტოფილი დავასხათ 3 ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი პამიდვრის პასტა, დაჭრილი მწვანილის ნახევარი, ამოურიოთ და დავაფაროთ თავსახური.
- კარტოფილი რომ მოიხარშება დაუმატოთ მწვანილის დარჩენილი ნახევარი, მარილი, ამოურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვად ცხლად.
- გემრიელათ მიირთვით.