ხაჭოს და ყველის სოუსი
სირთულე
მარტივი
დრო
15 წუთი
ულუფა
4
კალორია
220 კკალ.
ინგრედიენტები:
- 200 გრამი ხაჭო
- იმერული (ოდნავ მარილიანი) ყველი
- ჩედარი
- 2-3 კბილი ნიორი
- 5-6 ღერი ქინძი
- 3-4 ღერი ოხრახუში
- 2-3 ღერი კამა
- არაჟანი
მომზადება:
- ხაჭო მოვათავსოთ თასში.
- დავამატოთ გახეხილი იმერული ყველი და ცოტაოდენი გახეხილი ჩედარი.
- დავჭლიტოთ ნიორი , მწვანილი დავჭრათ წვრილად და დავამატოთ არაჟანთან (არაჟანი თქვენთვის სასურველი პროცენტულობის) ერთად ისე , რომ არ
გამოვიდეს ძალიან სქელი მასა. - თასში მოთავსებულ ყველსა და ხაჭოს დავუმატოთ მიღებული მასა და ავურიოთ ყველაფერი კარგად.
- სოუსი უხდება ტოსტს, სალათებს, კრეპებს და ჩიპსებს.
- გემრიელად მიირთვით.