ჩებურეკი სოკოთი.
სირთულე
მარტივი
დრო
45 წუთი
ულუფა
4
კალორია
265 კკალ.
ინგრედიენტები:
- 500 გრამი სოკო,
- 2 თავი ხახვი,
- 0.5 ლიტრი წყალი,
- 4 ღერი ქინძი,
- 700 გრამი ფქვილი,
- 8 სუფრის კოვზი ზეთი,
- გემოვნებით მარილი,
- გემოვნებით პილპილი.
მომზადება:
- სოკო დავჭრათ საშუალო ზომაზე და მოვხრაკოთ ზეთში ხახვთან ერთად. მოვაყაროთ მწვანილი. მარილი, პილპილი და გავაციოთ.
- მოვზილოთ საფუვრიანი ცომი, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, თითოეული გავაბრტყელოთ თხლად, ჩავდოთ სოკოს გულსართი, კარგად მოვუკრათ გვერდები და შევწვათ ზეთში.