შოკოლადის კარაქი. უმარტივესი რეცეპტი
სირთულე
მარტივი
დრო
15 წუთი
ულუფა
8
კალორია
300 კკალ.
ინგრედიენტები:
- 500 გრამი კარაქი
- 1 ქილა შედედებული რძე
- 1 ქილა მოხარშული შედედებული რძე
- 1 პაკეტი კაკაო
მომზადება:
- ორივე ქილა შედედებული რძე გავხსნათ, გადმოვასხათ თასში და ავთქვიფოთ ერთმანეთში კარგად მიქსერით.
- ნელნელა დაუმატოთ კაკაო და თან გავაგრძელოთ მიქსერით თქვეფა.
- კარაქი მოვათავსოთ ჯამში ორთქლის აბაზანაზე და გავადნოთ.
- გამდნარი კარაქი ნელნელა ჩაუმატოთ ათქვეფილ მასას ისე რომ არ გამოვრთოთ მიხსერით თქვეფა.
- როდესაც კარგად გაიხსნება კარაქი და შედედებულ რძე ერთმანეთში, მიღებული მასა გადმოვიტანოთ კონტეინერში და მოვათავსოთ საყინულეში.
- გემრიელად მიირთვით.