სპაგეტი სოკოს სოუსით
სპაგეტი სოკოს სოუსით
ინგრედიენტები:
- 250 გრამი სპაგეტი,
- 250 გრამი კონსერვირებული სოკო,
- 150 გრამი არაჟანი,
- 3 კბილი ნიორი,
- 5 გრამი კამა,
- 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ავადუღოთ ქვაბშში წყალი და დაუმატოთ 1 სუფრის კოვზი მარილი.
- ადუღებულ წყალში ჩავყაროთ სპაგეტი და ვხარშოთ მომზადებამდე.
- ხშირათ ამოურიოთ რომ სპაგეტი არ მიიკრას ქვაბზე.
- მოხარშული სპაგეტი გადმოვიღოთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი.
- კამა დავჭრათ წვრილად.
- ნიორი გადავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
- ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და მოვშუშოთ სოკო.
- დაუმატოთ მარილი, შავი პილპილი, ნიორი, არაჟანი, ამოურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- მოვათავსოთ სპაგეტი ლანგარზე, მოვასხათ მცენარეული ზეთი და შუაგულში დავასხათ მომზადებული სოუსი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.
- გემრიელათ მიირთვით.