დესერტი, ნამცხვრები

სამარხვო ვაშლის ნამცხვარი. გემრიელი და ფაფუკი.

სამარხვო ვაშლის ნამცხვარი

სამარხვო ვაშლის ნამცხვარი

სირთულე

საშუალო

დრო

60 წუთი

ულუფა

8

კალორია

177 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ. ვაშლი
  • 1 ჩ/ჭ შაქარი
  • 3 ს/კ შაქრის ფქვილი
  • 1 პაკეტი ვანილი
  • 1 ჩ/ჭ ზეთი
  • 3 1/2 ჩ/ჭ ფქვილი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1/2 ჩ/ჭ ცხელი წყალი

მომზადება:

  1. ჯამზე დაყარეთ სამი ჩაის ჭიქა ფქვილი, გაუკეთეთ ღრმული, ჩაასხით ზეთი და ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი, დაამატეთ სოდა და მოზილეთ ცომი.
  2. ვაშლი(სასურველია მცირე ზომის) გათალეთ და დაჭერით.
  3. გულის მოსამზადებლად ერთმანეთს აურიეთ ერთი ჩაის ჭიქა შაქარი, ნახევარი ჭიქა ფქვილი და ვანილი.
  4. ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ, დადეთ ფქვილმოყრილ ტაფაზე, თანაბრად გადაანაწილეთ მასზე გული, დააწყვეთ ვაშლის ნაჭრები და დააფარეთ ცომის მეორე ფენა.
  5. გვერდები ამოუკეცეთ და გამოაცხვეთ ნელ ცეცხლზე.
  6. როდესაც გავარდისფერდება, გამოიღეთ და დაჭერით თბილი.
  7. როცა გაცივდება, მოაყარეთ შაქრის ფქვილი.
  8. გემრიელად მიირთვით.

სამარხვო ვაშლის ნამცხვარი

5/5 (1 Review)

Related Posts