სამარხვო ვაშლის ნამცხვარი
სირთულე
საშუალო
დრო
60 წუთი
ულუფა
8
კალორია
177 კკალ.
ინგრედიენტები:
- 1 კგ. ვაშლი
- 1 ჩ/ჭ შაქარი
- 3 ს/კ შაქრის ფქვილი
- 1 პაკეტი ვანილი
- 1 ჩ/ჭ ზეთი
- 3 1/2 ჩ/ჭ ფქვილი
- 1 ჩ/კ სოდა
- 1/2 ჩ/ჭ ცხელი წყალი
მომზადება:
- ჯამზე დაყარეთ სამი ჩაის ჭიქა ფქვილი, გაუკეთეთ ღრმული, ჩაასხით ზეთი და ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი, დაამატეთ სოდა და მოზილეთ ცომი.
- ვაშლი(სასურველია მცირე ზომის) გათალეთ და დაჭერით.
- გულის მოსამზადებლად ერთმანეთს აურიეთ ერთი ჩაის ჭიქა შაქარი, ნახევარი ჭიქა ფქვილი და ვანილი.
- ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ, დადეთ ფქვილმოყრილ ტაფაზე, თანაბრად გადაანაწილეთ მასზე გული, დააწყვეთ ვაშლის ნაჭრები და დააფარეთ ცომის მეორე ფენა.
- გვერდები ამოუკეცეთ და გამოაცხვეთ ნელ ცეცხლზე.
- როდესაც გავარდისფერდება, გამოიღეთ და დაჭერით თბილი.
- როცა გაცივდება, მოაყარეთ შაქრის ფქვილი.
- გემრიელად მიირთვით.