მაფინები ლურჯი მოცხარით. მარტივი დესერტი
სირთულე
მარტივი
დრო
45 წუთი
ულუფა
8
კალორია
125 კკალ.
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა შაქარი
- 2 ცალი კვერცხი
- 2 1⁄2 ჭიქა ფქვილი
- 3⁄4 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 1 ჭიქა მოუხდელი რძე
- შაქარის პუდრა მოსაყრელად
- 150 გრამი კარაქი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
- 1 ჩაის კოვზი საჭმლის სოდა
- 1⁄4 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
- 2 ჭიქა ლურჯი მოცხარის მარცვლები
მომზადება:
- წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე.
- მიქსერით ავთქვიფოთ შაქარი და კარაქი(ოთახის ტემპერატურის) ფაფუკი მასის მიღებამდე 5 წუთით თქვიფეთ.
- დაუმატეთ კვერცხი სათითაოდ, თასის კიდეები კოვზით ჩაწმინდეთ და დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, შეგვიძლია ვანილის ფხვნილი 1 ც.
- თასში აურიეთ ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი და დარიჩინი.
- ფქვილის ნაზავის მესამედი კვერცხის ნაზავს დაუმატეთ და ათქვიფეთ.
- შემდეგ შეურიეთ რძის ნახევარი.
- დაუმატეთ კიდევ ფქვილის მესამედი, ათქვიფეთ და შეურიეთ დარჩენილი რძე.
- შეათქვიფეთ დარჩენილი ფქვილიც.
- როდესაც მივიღებთ ერთგვარ მასას, შეურიეთ ლურჯი მოცხარის მარცვლები.
- მოუსვით ცხიმი მაფინის საცხობ 15 ჭიქიან ფორმას. თითოეული ჭიქა ცომით თითქმის ბოლომდე ამოავსეთ.
- მოაყარეთ შაქარის პუდრა და აცხვეთ 15–20 წუთით, გადაბრაწვამდე.
- გააგრილეთ ფორმაშივე.
- გაგრილებული ანოვიღოთ ფორმებიდან და მოვათავსოთ ლანგარზე.
- გემრიელად მიირთვით.