მარტივი ალუბლის ნაყინი. საზაფხულო რეცეპტი.
სირთულე
მარტივი
დრო
30 წუთი
ულუფა
8
კალორია
350 კკალ.
ინგრედიენტები:
- 500 გრამი ალუბალი,
- ნახევარი ჭიქა თეთრი ღვინო ან მჟავე ვაშლის წვენი,
- 1 ქილა შესქელებული რძე,
- 1 ქილა კონცენტრირებული რძე შაქრის გარეშე,
- 300 მლ ყველაზე ცხიმიანი ნაღები.
მომზადება:
- ალუბალი გავრეცხოთ გამოვაცალოთ კურკები და ჩავყაროთ საშუალო ზომის ქვაბში.
- დავასხათ ნახევარი ჭიქა თეთრი ღვინო ან მჟავე ვაშლის წვენი.
- დავაფაროთ თავსახური ქვაბს და შემოვდგათ მაღალ ცეცხლზე.
- ადუღების შემდეგ დაახლოებით 2 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან და დაველოდოთ გაგრილებას
- გაგრილებული ალუბალი დავწუროთ თუშფალანგზე.
- ალუბალი შევდგათ მაცივარში 2 საათით.
- დარჩენილი სითხე ვადუღოთ მანამდე სანამ არ დარჩება დაახლოებით სამი სუფრის კოვზი და გავაცივოთ.
- თასზე ერთმანეთში კარგად აურიოთ შესქელებული რძე, კონცენტრირებული უშაქრო რძე, ნაღები და მომზადებული ალუბლის სითხე.
- დაუმატოთ აცივებული ალუბალი და ისევ კარგად გადაურიოთ ერთმანეთში.
- მომზადებული მასა გადავიტანოთ კონტეინერში და შევდგათ საყინულეში.
- გემრიელად მიირთვით.