თევზის ფილე ღვინით. გემრიელი სადილი თევზით
სირთულე
საშუალო
დრო
30 წუთი
ულუფა
4
კალორია
180 კკალ.
ინგრედიენტები:
- 800 გ ზუთხის ფილე
- 500 გ თეთრი მშრალი ღვინო
- 50 გ კარაქი
- 1 ლიმონი
- კარტოფილის პიურე გარნირისათვის
მომზადება:
- თევზის ფილეს გააცალეთ კანი და დაჭერით მოზრდო ნაჭრებად.
- ფილეს დაასხით იმდენი ღვინო, რომ ნახევრად ფარავდეს.
- დაუმატეთ კარაქი.
- ლიმონი კანიანად რგოლებად დაჭერით (კურკების გარეშე) და ფილესთან ერთად მოათავსეთ ტაფაში.
- დააფარეთ თავზე და ნელ ცეცხლზე შუშეთ მომზადებამდე.
- სუფრასთან მიტანის წინ თევზი გააფორმეთ.
- გარნირად მიიტანეთ კარტოფილის პიურე.
- გემრიელად მიირთვით.