ერბო კვერცხი სოსისით და ყველით
ერბო კვერცხი სოსისით და ყველით
ინგრედიენტები:
- 2 ცალი კვერცხი,
- 2 ცალი სოსისი,
- 1 ნაჭერი ყველი,
- გემოვნებით მარილი,
- გემოვნებით მცენარეული ზეთი.
მომზადება:
- სოსისი გავჭრათ სიგრძეზე ისე რომ ერთ მხარეს არ გავჭრათ ბოლომდე (დავტოვოთ სოსისი გაუჭრელი დაახლოებით 1.5 სანტიმეტრი)
- ყველი დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
- გაჭრილი სოსისს მოუღუნოთ გვერდები, მივცეთ გულის ფორმა და დავამაგროთ ჩხირით ისე რომ არ გაიხსნას.
- ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი, ფრთხილად დავალაგოთ შეკრული სოსისი ტაფაზე და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე.
- 5 წუთის შემდეგ ამოვაბრუნოთ სოსისი, ფრთხილად ჩავახალოთ კვერცხი, მოვაყაროთ კვერცხზე ზემოდან 2-3 ცალი ყველის კუბიკი, მოვაყაროთ მარილი და შეწვწათ კიდევ 5 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.
- შემწვარი კვერცხი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
- გემრიელად მიირთვით.