ეკლერი
სირთულე
მარტივი
დრო
70 წუთი
ულუფა
8
კალორია
400 კკალ.
ინგრედიენტები:
- ცომი:
- 1(250 გრამი) ჭიქა წყალი,
- 100 გრამი კარაქი ან მარგარინი,
- 0,5 ჩაის კოვზი მარილი,
- 5 ცალი კვერცხი,
- 1(250 გრამი) ჭიქა ფქვილი,
- კრემი:
- 1(250 გრამი) ჭიქა შაქარი,
- 0,5 ჭიქა ფქვილი,
- 0,5 ჭიქა რძე ან წყალი,
- 80 გრამი დარბილებული კარაქი,
- მოსართავად:
- 1 ფილა შავი შოკოლადი,
- 2 სუფრის კოვზი რძე ან წყალი.
მომზადება:
- ცომი:
- ერთი ჭიქა წყალი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და 100 გრამი კარაქი ან მარგარინი გავადნოთ მაღალ ცეცხლზე სანამ ცხიმი არ გადნება ბოლომდე
- შემდეგ დავუკლოთ ცეცხლს და დავუმატოთ ერთი ჭიქა ფქვილი.
- მოვურიოთ ხის კოვზით მასის შეკვრამდე.
- მოვაშოროთ მასა ცეცხლს და ხუთი კვერცხი სათითაოდ დავუმატოთ და ავთქვიფოთ მიქსერით.
- ცომის შესქელების შემდეგ მასას ვათავსებთ საკონდიტრო ტომარაში და ეკლერს ვაძლევთ სასურველ ფორმას.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთჯერადი პარკი და თავი ოდნავ წააჭერით. - ტაფაზე გადმოგვაქვს ეკლერის ცომი სათითაოდ და ვაწყობთ ერთმანეთისგან ორი-სამი სანტიმეტრის დაშორებით.
- 35 წუთის განმავლობაში შევდგათ ტაფა ღუმელში მაღალ ცეცხლზე, როდესაც ცომი გაფუვდება და გარედან მოყავისფრდება დაუწიეთ ცეცხლს ათი წუთის შემდეგ კი გამორთეთ და გამოიღეთ ტაფა
- 15-20 წუთი დავაცადოთ შეგრილდეს, რომ ცომი არ ჩაიფუშოს.
- კრემი:
- ერთი ჭიქა შაქარი, ნახევარი ჭიქა ფქვილი და ნახევარი ლიტრი რძე ან წყალი ავურიოთ მიქსერით ერთმანეთში.
- მიღებული მასა დავდგათ დაბალ ცეცხლზე და სისტემატიურად ვურიოთ ხის კოვზით, სანამ არ გახდება კრემის მასა.
- ამის შემდეგ დავდგათ კრემი გასაცივებლად
- გაგრილებულ კრემს დავუმატოთ 70 გრამი დარბილებული კარაქი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით და ბოლოს დავუმატოთ ვანილი.
- მოსართავად:
- ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი რძესთან ან წყალთან ერთად და მოასხით ეკლერს ზევიდან.