აჯიკა . დაკონსერვებული ზამთრისთვის შესანახად.
სირთულე
საშუალო
დრო
60 წუთი
ულუფა
8
კალორია
100 კკალ.
ინგრედიენტები:
- 5 კილო წითელი ბულგარული
- 16 ცალი საშუალო ზომის ხახვი
- 8 თავი ნიორი
- 2 ჩაის კოვზი პილპილი
- 1 ლიტრი ტომატპასტა
- 2 ჭიქა ზეთი
- 2 ჭიქა ძმარი
- 14 სუფრის კოვზი შაქარი
- 7-8 სუფრის კოვზი მარილი
- 30 ცალი მწარე წითელი წიწაკა
მომზადება:
- წიწაკა გავასუფთავოთ, ხახვი და ნიორი გავფცქნათ. ყველაფერი დავჭრათ და გადავატაროთ ხორცაკეპ მანქანაში.
- მოვათავსოთ გატარებული მასა ქვაბში დავამატოთ ზეთი, ძმარი, შაქარი, მარილი, ტომატპასტა ამოურიოთ და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
- ადუღების შემდეგ 30 წუთი ვადუღოთ და ჩავასხათ გარეცხილ მშრალ ქილებში.
- გემრიელად მიირთვით.