შემწვარი კარტოფილი სოკოთი
შემწვარი კარტოფილი სოკოთი
ინგრედიენტები:
- 300 გრამი კარტოფილი,
- 250 გრამი კონსერვირებული სოკო,
- 2 ცალი ხახვი,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- კარტოფილი გავთალოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ გრძელ ნაჭრებად.
- ხახვი გავფცქვნათ და დავჭრათ გრძლად.
- გახურებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი დავყაროთ კარტოფილი და შევწვათ.
- მომზადებისას როდესაც კარტოფილი დაიცყებს დაბრაწვას მოვაყაროთ სოკო და ამოურიოთ.
- მომზადებამდე 5 წუთით ადრე დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, შავი პილპილი და ამოურიოთ.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
- გემრიელათ მიირთვით.