მაკარონი ყველით
ძალიან გემრიელი მაკარონი ყველით.
ინგრედიენტები:
- 600 გრამი მაკარონი,
- 200 გრამი ყველი,
- 150 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ავადუღოთ ქვაბშში წყალი და დაუმატოთ 1 სუფრის კოვზი მარილი.
- ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- ადუღებულ წყალში ჩავყაროთ მაკარონი და ვხარშოთ მომზადებამდე.
- ხშირათ ამოურიოთ რომ მაკარონი არ მიიკრას ქვაბზე.
- მოხარშული მაკარონი გადმოვიღოთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი.
- ქვაბი დავადგათ საშუალო ცეცხლზე ჩავასხათ ზეთი, ჩავყაროთ მოხარშული მაკარონი და სუფრის კოვზით დაუმატოთ გახეხილი ყველი.
- გამუდმებით ურიოთ და მოვაყაროთ მარილი.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.