სალათა Salute
სალათა Salute
ინგრედიენტები:
- 1 ცალი ყაბაყი,
- 3 ცალი ბადრიჯანი,
- 1 ცალი სტაფილო,
- 1 ცალი ხახვი,
- 10 გრამი კამა,
- 10 გრამი ოხრახუში,
- 4 ცალი ბულგარული წიწაკა,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- 1 ცალი პამიდორი,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ყაბაყი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ ალყა-ალყა.
- ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ ალყა-ალყა.
- სტაფილო გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ თხელ რგოლებად.
- ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ ალყა-ალყა.
- ხახვი გავრეცხოთ, გავფცქვნათ და დავჭრათ ალყა-ალყა.
- კამა, ოხრახუში გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილად.
- ავიღოთ ტაფა დავასხათ მცენარეული ზეთი.
- დავალაგოთ ტაფაზე ბადრიჯანი, ყაბაყი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ხახვი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.
- შეწვის დროს ფრთხილად ამოურიოთ 2-3-ჯერ.
- მოვაყაროთ შავი პილპილი, მარილი, კამა; ოხრახუში და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- ერძი გადმოვიღოთ ლანგარზე გავაფორმოთ პამიდვრით და მივირთვათ ცხლად.