ბოსტნეული, სალათები

სალათა ვარსკვლავი, მარტივი რეცეპტი.

სალათა ვარსკვლავი

სალათა ვარსკვლავი

სალათა ვარსკვლავი

ინგრედიენტები:

  • 3 ცალი მჟავე კიტრი,
  • 3 ცალი კარტოფილი,
  • 1 ცალი სტაფილო,
  • 150 გრამი ქათმის ფილე,
  • 2 ღერი კამა,
  • 50 მილილიტრი მაიონეზი,
  • 6 ცალი კიბორჩხალას ჩხირები,
  • გასაფორმებლად წითელი ხიზილალა,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. კარტოფილი, ქათმის ფილე და სტაფილო მოვხარშოთ.
  2. კარტოფილი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  3. სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  4. ქათმის ფილე დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
  5. კამა დავჭრათ წვრილად.
  6. კიბორჩხალას ჩხირები დავჭრათ საჭუალო ზომის ნაჭრებად.
  7. სამივე კიტრი გავჭრათ სიგრძეზე, ავიღოთ ხუთი ნაჭერი, დავალაგოთ ლანგარზე და მივცეთ ვარსკვლავის ფორმა.
  8. ინგრედიენტები დავალაგოთ ფენა-ფენა მჟავე კიტრზე შემდეგი თანმიმდევრობით: კარტოფილი, სტაფილო, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, კამა, ქათმის ფილე და გადაუსვათ მაიონეზი.
  9. კიბორჩხალის ნაჭრებით დავფაროთ ვარსკვლავი მთლიანად.
  10. ვარსკვლავი მოვრთოთ წითელი ხიზილალით.
  11. გემრიელათ მიირთვით.