სალათები

ბერძნული სალათა. განსხვავებული რეცეპტი

ბერძნული სალათა. მარტივი რეცეპტი

ბერძნული სალათა. განსხვავებული რეცეპტი

სირთულე

მარტივი

დრო

20 წუთი

ულუფა

4

კალორია

100 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ყველი „ფეტა“
  • 1 ცალი წიწაკა ჩილი
  • 1 სუფრის კოვზი ტიმიანი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ცალი კიტრი
  • 2 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 350 გრ პამიდორი ჩერი
  • ნახევარი წითელი ხახვი
  • 200 გრ ზეთის ხილი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი
  • 0.5 სუფრის კოვზი ორეგანო

მომზადება:

  1. დაჭერით ყველი კუბიკებად. მოათავსეთ ცეცხლგამძლე ფორმაში.
  2. ნიორი დაჭლიტეთ ნიორსაჭყლეტში და მოაყარეთ ყველს.
  3. ასევე მოაყარეთ ყველს წვრილად დაჭრილი წიწაკა ჩილი და ტიმიანი.
  4. დაასხით ცოტაოდენი ზეთი და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
  5. 10 წუთის შემდეგ გამოიღეთ და აცადეთ გაცივება.
  6. გაჭერით კიტრი შუაზე და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, ხახვი დაჭერით ალყა-ალყა.
  7. ბულგარული წიწაკა დავჭრათ კუბიკებად, უფრო ცოცხალი ფერი ექნება სალათს თუ სხვადას ფერ ბულგარულს გამოვიყენებთ.
  8. პამიდორი ჩერი გაჭერით შუაზე და გადაიტანეთ ბოსტნეული თეფშზე.
  9. მოაყარეთ ზემოდან ზეთის ხილი, გამომცხვარი ყველი, ორეგანო და მოასხით ძმარი.
  10. გემრიელად მიირთვით.

ბერძნული სალათა. განსხვავებული რეცეპტი

Related Posts