ბოსტნეული

ყაბაყის აჯაფსანდალი ბრინჯით, რეცეპტი.

ყაბაყის აჯაფსანდალი ბრინჯით

ყაბაყის აჯაფსანდალი ბრინჯით

ყაბაყის აჯაფსანდალი ბრინჯით

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი ყაბაყი,
  • 150 გრამი ბრინჯი (გრძელი),
  • 2 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა,
  • 3 ცალი ბულგარული წიწაკა,
  • 2 ცალი სტაფილო,
  • 1 ცალი ხახვი,
  • 10 გრამი ქინძი,
  • 10 გრამი შაშკვლავი,
  • 5 გრამი რეჰანი,
  • 10 გრამი ოხრახუში,
  • 5 გრამი ნიახური,
  • 3 კბილი ნიორი,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით წიწაკა მწარე,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ყაბაყი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ კუბიკებად.
  2. სტაფილო, ბულგარული წიწაკა გავასუფთაოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილ კუბიკებად.
  3. ხახვი, ოხრახუში, შაშკვლავი, რეჰანი, ქინძი, მწარე წიწაკა და ნიორი დავჭრათ წვრილად.
  4. ქვაბში ჩავასხათ ზეთის ნახევარი და ჩავყაროთ დაჭრილი ყაბაყი.
  5. ბულგარული წიწაკა, სტაფილო და ხახვი დავაყაროთ ყაბაყს ზევიდან.
  6. ბრინჯი გავრეცხოთ და მოვაყაროთ ზევიდან.
  7. დაჭრილი მწვანილის ნახევარი მოვაყაროთ გადანაწილებულად.
  8. მწარე წიწაკა, ნიორი მოვაყაროთ ზევიდან გადანაწილებულად.
  9. მოვასხათ დარჩენილი ზეთი, 1 ჩაის ჭიქა წყალი, მოვაყაროთ მარილი და შევდგათ დაბალ ცეცხლზე.
  10. 15 წუთის შემდეგ ამოურიოთ, ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში გავხსნათ პამიდვრის პასტა დაუმატოთ და ვადუღოთ კიდევ 5 წუთი.
  11. გადმოვდგათ ცეცხლიდან დაუმატოთ მარილი, დარჩენილი მწვანილის ნახევარი და ამოურიოთ.
  12. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.