ჭინჭრის რულეტი. გემრიელი კერძის რეცეპტი
სირთულე
საშუალო
დრო
40 წუთი
ულუფა
8
კალორია
150 კკალ.
ინგრედიენტები:
- ცომისთვის:
- 100-150 გრამი ფქვილი
- ნახევარი კილოგრამი კარტოფილი
- 1 ცალი კვერცხი
- მარილი
- გულსართისთვის:
- 1 კილოგრამი ჭინჭარი
- 5 ღერი ქინძი
- ზეთი
- 1 პატარა თავი ხახვი
- 1 ცალი ახალი ნიორი
- მარილი გემოვნებით
- დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით.
მომზადება:
- კარტოფილი გავრეცხოთ და მოვხარშოთ კანიანად.
- გადავავლოთ ცივი წყალი, გავფცქვნათ და დავჭყლიტოთ.
- დავუმატოთ კვერცხი, მარილი, ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი.
- ცომი გავაჩეროთ გულსართის მომზადებამდე.
- ჭინჭარი გავარჩიოთ და გავრეცხოთ.
- მოვწალოთ მდუღარე წყალში 5-7 წუთის განმავლობაში.
- ჭინჭარი გავწუროთ და დავკეპოთ დანით.
- ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში.
- დავუმატოთ ახალი ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და დაკეპილი ჭინჭარი.
- მოვშუშოთ დაახლოებით 8 წუთისგანმავლობაში და გავაცივოთ.
- ცომი გავაბრტყელოთ, ზემოდან დავდოთ გულსართი, გავშალოთ ცომზე და გადავახვიოთ პერგამენტის ქაღალდში.
- ბოლოები კარგად შევუკრათ ძაფით.
- ქვაბში ავადუღოთ წყალი და ფრთხილად ჩავუშვათ რულეტი.
- ვხარშოთ 25-30 წთ. შემდეგ ამოვიღოთ და გავაცივოთ.
- გაცივების შემდეგ დავჭრათ ნაჭრებად.
- გემრიელად მიირთვით.