ფარშირებული გოგრა გამომცხვარი ღუმელში
სირთულე
საშუალო
დრო
40 წუთი
ულუფა
8
კალორია
150 კკალ.
ინგრედიენტები:
- 1 ცალი ვაშლი ან კომში
- ნახევარი ჭიქა ნიგოზი
- 50 გრამი კარაქი
- ნახევარი ჭიქა ქიშმიში
- 200 გრამი გრძელი ბრინჯი
- 1 ცალი გოგრა საშუალო ზომის
- 50 გრამი შაქარი
- ვანილი
- ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი ან ლიმონის ცედრა
მომზადება:
- მოვამზადოთ გოგრა.
- გოგრას გადავაჭრათ თავი, ამოვასუფთაოთ თესლებისგან.
- ბრინჯი ნახევრად მოვხარშოთ საშუალო ცეცხლზე, გადავწუროთ, და ცივი წყალი გადავავლოთ.
- ნიგოზი დავჭრათ წვრილად.
- ვაშლი დავჭრათ კუბიკებად.
- ტაფა შემოვდგათ მაღალ ცეცხლზე გავადნოთ კარაქი, დავამატოთ შაქარი და დავაყაროთ კუბიკებად დაჭრილი ვაშლი.
- ვშუშოთ მაღალ ცეცხლზე, თავსახური არ დავაფაროთ ტადფას.
- ვაშლის წვენს გამოუშვებს და მსუბუქი კარამელის ფენით დაიფარება.
- შემდეგ დავამატოთ ქიშმიში.როდესაც ვაშლის წვენი დაშრება დავამატოთ ნიგოზი, ბრინჯი და კარგად ავურიოთ.
- ბოლოს დავამატოთ ვანილი, დარიჩინი ან ლიმონის ცედრა და კარგად აურიოთ.
- მიღებული მასით გამოვტენოთ გოგრა, დავახუროთ თავისივე გადანაჭერი თავი და შევდოთ 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
- როცა გოგრა დარბილდება (ჩანგლის ჩხვლეტით შევამოწმოთ) კერძი მზადაა.
- გემრიელად მიირთვით.