ტორტილა. უსაფუარო მექსიკური პური
სირთულე
მარტივი
დრო
20 წუთი
ულუფა
8
კალორია
20 კკალ.
ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა ფქვილი
- ნახევარი ჩაის კოვზი მარილი
- 3⁄4 ჭიქა წყალი
- 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
მომზადება:
- დიდ თასში ჩაყარეთ ფქვილი, მარილი და აურიეთ.
- შეურიეთ წყალი და ზეთი.
- ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადაიტანეთ და 10–12 წუთით ზილეთ.
- საჭიროებისამებრ, ერთგვაროვანი ცომის მისაღებად დაუმატეთ ცოტაოდენი ფქვილი ან წყალი.
- გააჩერეთ 10 წუთით.
- ცომი 8 თანაბარ ნაწილად გაყავით. გააბრტყელეთ წრიულად დაახლოებით 20 სმ დიამეტრზე.
- დიდ ტაფაზე მოასხურეთ საცხობი სპრეი და ტორტილა თითოეულ მხარეს 1 წუთით საშუალო ტემპერატურაზე შეწვით.
One thought on “ტორტილა. უსაფუარო მექსიკური პური”
Comments are closed.