მწვანე სალათა
მწვანე სალათა
ინგრედიენტები:
- 1 კონა მწვანე სალათის ფურცლები,
- 2 ცალი კიტრი,
- 300 გრამი წვრილი პომიდორი (cherry),
- 5 გრამი ქინძი,
- 10 გრამი მწვანე ხახვი,
- 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით ძმარი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- მწვანე სალათის ფურცლები გავრეცხოთ და დავჭრათ მწხვილ ფურცლებად.
- მწვანე ხახვი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილად.
- ქინძი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილად.
- კიტრი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ თხელ გრძელ ნაჭრებად.
- პომიდორი გავრეცხოთ და გავჭრათ შუაზე.
- ავიღოთ სასალათე მოვათავსოთ დაჭრილი მწვანე სალათის ფურცლები, ქინძი, მწვანე ხახვი, კიტრი, პომიდორი.
- მოვასხათ ძმარი და მცენარეული ზეთი.
- მოვაყაროთ მარილი და ამოურიოთ.
- კერძი ამოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ მომზადებისთანავე.