ახალი კარტოფილი კამით
ახალი კარტოფილი კამით
ინგრედიენტები:
- 500 გრამი ახალი კარტოფილი,
- 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- 5 გრამი კამა,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ახალი კარტოფილი გავწმინდოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.
- კამა დავჭრათ წვრილად.
- ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
- ტაფა რომ გახურდება დავყაროთ კარტოფილი და შევწვათ ყველა მხრიდან.
- მოვაყაროთ მარილი, წვრილად დაჭრილი კამა და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
- გემრიელად მიირთვით.