ყველის რულონი სტაფილოს შიგთავსით
ყველის რულონი სტაფილოს შიგთავსით
ინგრედიენტები:
- 6 ნაჭერი ყველი,
- 1 ცალი სტაფილო,
- 2 სუფრის კოვზი მაიონეზი,
- 3 ცალი მწვანე ხახვი,
- 1 კბილი ნიორი,
- 5-6 ღერი ოხრახუში,
- გასაფორმებლად მწვანე სალათის ფურცლები,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- ოხრახუში დავჭრათ წვრილად
- ნიორი გადავატაროთ ნიორსაჭყლეტში
- თასში მოვათავსოთ გახეხილი სტაფილო, დაჭრილი მწვანილი, ნიორი, დაუმატოთ მაიონეზი, მარილი და კარგად აურიოთ ერთმანეთში.
- მიღებული შიგთავსი მოვათავსოთ ყველის ნაჭრებზე, გადავახვიოთ რგოლებად და შევკრათ მწვანე ხახვის ღეროთი.
- თეფშზე მოვათავსოთ მწვანე სალათის ფურცლებთან ერთად და მივიტანოთ სუფრაზე.
- გემრიელად მიირთვით.