სალათა Snake
სალათა Snake
ინგრედიენტები:
- 6 ცალი კარტოფილი,
- 1 ცალი სტაფილო,
- 2 ცალი კვერცხი,
- 1 ცალი ბულგარული წიწაკა (წითელი),
- 5 ცალი კიტრის მარინადი,
- 50 გრამი ხიზილალა (შავი),
- 5 გრამი კამა,
- 150 მილილიტრი მაიონეზი,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- კარტოფილი მოვხარშოთ გავასუფთავოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- კვერცხი მოვხარშოთ გადავავლოთ ცივი წყალი, გავარჩიოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- სტაფილო გავასუფთავოთ, მოვხარშოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- კიტრის მარინადი დავჭრათ თხელ მრგვალ ნაჭრებად.
- კამა დავჭრათ წვრილად.
- ავიღოთ ოვალური ფორმის ლანგარი და მოვათავსოთ გახეხილი კარტოფილის ნახევარი და მივცეთ გველის ფორმა.
- მოვაყაროთ შავი პილპილი და მარილი.
- შემდეგ ფენად მოვაყაროთ გახეხილი სტაფილო და კვერცხი.
- მოვაყაროთ შავი პილპილი და მარილი.
- ბულგარული წიწაკისგან ამოვჭრათ ენის ფორმის ფიგურა.
- დარჩენილი ბულგარული დავჭრათ წვრილ კუბიკებად და მოვაყაროთ კამასთან ერთად.
- შემდეგ ფენად მოვაყაროთ გახეხილი კარტოფილის მეორე ნახევარი.
- მოვაყაროთ შავი პილპილი და მარილი და გადაუსვათ მაიონეზი.
- მაიონეზის ფენაზე გვერდებიდან და ზევიდან მივაწეპოთ წვრილად დაჭრილი კიტრის მარინადი ისე რომ შუაში თავიდან ბოლომდე დარჩეს 1-2 სანტიმეტრის თავისუფალი ზოლი.
- შუა ზოლზე გადაუსვათ შავი ხიზილალა.
- ასევე შავი ხიზილალით გაუკეთოთ გველს თვალები და ჩავარჭოთ ბულგარული წიწაკისგან გამოჭრილი ენა.
- სალათა მზად არის. გემრიელად მიირთვით.