კარტოფილის პიურე სოსისით
კარტოფილის პიურე სოსისით
ინგრედიენტები:
- 500 გრამი კარტოფილი,
- 6 ცალი სოსისი,
- 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- კარტოფილი გავრეცხოთ და მოვხარშოთ.
- მოხარშული კარტოფილი გავფცქვნათ და მოვათავსოთ სასალათეში.
- დაუმატოთ მცენარეული ზეთი, მარილი და კარგად ჩავჭყლიტოთ.
- ქვაბით დავადგათ წყალი, ადუღების შემდეგ ჩავყაროთ სოსისი და ვადუღოთ კიდევ 3-4 წუთი.
- მომზადებული პიურეს მასა და სოსისი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.