შემწვარი კარტოფილი სოსისით
შემწვარი კარტოფილი სოსისით
ინგრედიენტები:
- 500 გრამი კარტოფილი,
- 250 გრამი სოსისი,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- კარტოფილი გავრეცხოთ,გავთალოთ და დავჭრათ გრძელ ნაჭრებად.
- ავიღოთ სოსისი და ჯვარედინად გაუჭრათ თავები დაახლოებით 2 სანტიმეტრზე.
- გავახუროთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, დავყაროთ კარტოფილი და მოვაყაროთ მარილი.
- შეწვის დროს ამოურიოთ რომ არ მიიკრას ტაფაზე.
- როცა კარტოფილი მიიღებს ოქროსფერს დავაყაროთ სოსისი და შევწვათ ყველა მხრიდან.
- მოვაყაროთ მარილი.
- მომზადებული კერძი ამოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.