შაურმა კარტოფილით და სოსისით
შაურმა კარტოფილით და სოსისით
ინგრედიენტები:
- 300 გრამი კარტოფილი,
- 200 გრამი სოსისი,
- 10 გრამი ქინძი,
- 1 ცალი ხახვი,
- 70 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- 2 ცალი თხელი ლავაში,
- გემოვნებით მაიონეზი,
- გემოვნებით კეჩუპი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- კარტოფილი გავრეცხოთ,გავთალოთ და დავჭრათ წვრილ კუბიკებად.
- სოსისი დავჭრათ წვრილ კუბიკებად.
- ქინძი დავჭრათ წვრილად.
- ხახვი დავჭრათ სიგრძეზე.
- გავახუროთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, დავყაროთ კარტოფილი და მოვაყაროთ მარილი.
- როცა კარტოფილი მიიღებს ოქროსფერს დავაყაროთ სოსისი .
- შეწვის დროს ამოურიოთ რომ არ მიიკრას ტაფაზე.
- ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.
- ლავაში ავიღოთ დავაფინოთ სიგრძეზე და გადავკეცოთ 1/4-ზე.
- კოვზით მოვათავსოთ მიღებული მასა ლავაშზე.
- მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი.
- მოვასხათ მაიონეზი და კეჩუპი.
- გვერდები კარგად გადაუკეცოთ და გადავახვიოთ.