დესერტი, ტკბილეული

გოზინაყის ბურთულები თხილით, რეცეპტი.

გოზინაყის ბურთულები თხილით

გოზინაყის ბურთულები თხილით

გოზინაყის ბურთულები თხილით

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი თხილი,
  • 100 გრამი თაფლი,
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი.

მომზადება:

  1. თხილი მოვხალოთ ტაფაზე გავაგრილოთ და მოვაცალოთ კანი.
  2. თხილი დავჭრათ წვრილ კუბიკებად.
  3. თაფლი დავასხათ ტაფაზე თან ვურიოთ ხის კოვზით რომ არ მიიკრას და ავადუღოთ.
  4. ტაფა გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ.
  5. ესე გავიმეოროთ სულ სამჯერ.
  6. დაუმატოთ შაქარი, კიდევ ერთხელ ავადუღოთ, დაუმატოთ დაჭრილი მოხალული თხილი, ამოურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  7. ავიღოთ სუფრის კოვზით გოზინაყი ტაფიდან, სველი ხელებით მივცეთ ბურთის ფორმა და დავალაგოთ წყალ გავლებულ (სველ) ლანგარზე.
  8. გემრიელათ მიირთვით.