კიბორჩხალას სალათა კვერცხით
კიბორჩხალას სალათა კვერცხით
ინგრედიენტები:
- 250 გრამი კიბორჩხალას ჩხირები,
- 350 გრამი კონსერვირებული სიმინდი,
- 3 ცალი კვერცხი,
- 150 მილილიტრი მაიონეზი,
- 2 ცალი ხახვი (საშუალო ზომის),
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- კიბორჩხალას ჩხირები დავჭრათ წვრილ კუბიკებად.
- ხახვი დავჭრათ წვრილად. (თუ ხახვი ძალიან მწარეა დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ 10 წუთი, შემდეგ გადაუწუროთ წყალი.)
- კვერცხი მოვხარშოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ საშუალო ზომის სახეხზე.
- ხახვი, კიბორჩხალას ჩხირები და გახეხილი კვერცხი მოვათავსოთ სასალათეში და დაუმატოთ მარილი.
- დაუმატოთ მაიონეზი (იმდენი რომ არ გათხელდეს სალათა.)
- ავიღოთ თეფში, დავდოთ ცილინდრისებული გამჭოლი ფორმა (შეგიძლიათ გამოიყენოთ კონსერვირებული სიმინდის ბანკა თუ ორივე მხრიდან მოვაჭრით ბოლოებს) და ნელნელა ამოვავსოთ სალათით.
- ფრთხილად ავიღოთ ცილინდრი თეფშიდან ისე რომ სალათის სვეტი არ წაიქცეს.