კარტოფილის სალათა ბროწეულით
კარტოფილის სალათა ბროწეულით
ინგრედიენტები:
- 800 გრამი კარტოფილი,
- 1 ცალი ბროწეული,
- 3 ცალი ხახვი,
- 15 გრამი კამა,
- გემოვნებით წიწაკა,
- გემოვნებით მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- კარტოფილი მოვხარშოთ გავფცქვანთ და დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
- ბროწეული გავარჩიოთ.
- ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა.
- კამა და წიწაკა დავჭრათ წვრილად.
- ავიღოთ საშუალო ზომის ქვაბი, ჩავასხათ მცენარეული ზეთი, ჩავყაროთ ხახვი და მოვშუშოთ საშუალო ცეცხლზე.
- მოშუშულ ხახვს დაუმატოთ კარტოფილი და გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთის განმავლობაში (დროთა განმავლობაში ამოურიოთ რომ არ მიიკრას ქვაბზე).
- შემდეგ დავაყაროთ ბროწეული, კამა, წიწაკა, ამოურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.