სალათა ვარსკვლავი
სალათა ვარსკვლავი
ინგრედიენტები:
- 3 ცალი მჟავე კიტრი,
- 3 ცალი კარტოფილი,
- 1 ცალი სტაფილო,
- 150 გრამი ქათმის ფილე,
- 2 ღერი კამა,
- 50 მილილიტრი მაიონეზი,
- 6 ცალი კიბორჩხალას ჩხირები,
- გასაფორმებლად წითელი ხიზილალა,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- კარტოფილი, ქათმის ფილე და სტაფილო მოვხარშოთ.
- კარტოფილი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- ქათმის ფილე დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
- კამა დავჭრათ წვრილად.
- კიბორჩხალას ჩხირები დავჭრათ საჭუალო ზომის ნაჭრებად.
- სამივე კიტრი გავჭრათ სიგრძეზე, ავიღოთ ხუთი ნაჭერი, დავალაგოთ ლანგარზე და მივცეთ ვარსკვლავის ფორმა.
- ინგრედიენტები დავალაგოთ ფენა-ფენა მჟავე კიტრზე შემდეგი თანმიმდევრობით: კარტოფილი, სტაფილო, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, კამა, ქათმის ფილე და გადაუსვათ მაიონეზი.
- კიბორჩხალის ნაჭრებით დავფაროთ ვარსკვლავი მთლიანად.
- ვარსკვლავი მოვრთოთ წითელი ხიზილალით.
- გემრიელათ მიირთვით.