შაბათი , ოქტომბერი 20 2018
Home >> კულინარია >> ცომეული >> კარტოფილის ღვეზელი

კარტოფილის ღვეზელი

კარტოფილის ღვეზელიPrep time: 40 minsCook time: 20 minsTotal time: 60 minsკარტოფილის ღვეზელი

4.96
50
    Ingredients

  • ცომისთვის:
  • 1 კილოგრამი პურის ფქვილი
  • 20 გრამი საფუარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 500 მილილიტრი წყალი
  • შიგთავსი:
  • 1 კილოგრამი კარტოფილი
  • 3 ცალი ხახვი
  • 10 გრამი კამა
  • გემოვნებით შავი პილპილი
  • გემოვნებით მარილი
  • 150 მილილიტრი მცენარეული ზეთი
    Directions

  1. ცომი:
  2. თასში ჩავყაროთ 800 გრამი ფქვილი.
  3. დაუმატოთ საფუარი, მარილი, დაუმატოთ წყალი და მოვზილოთ ცომი.
  4. ცომი დავამრგვალოთ გუნდასავით, დავახუროთ სუფთა ტილო თასზე და გავაჩეროთ 45 წუთი.
  5. შიგთავსი:
  6. კარტოფილი გავრეხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ და გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  7. ხახვი გავფცქვნათ, დავჭრათ და მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში.
  8. კამა დავჭრათ წვრილად.
  9. გატარებულ კარტოფილს დაუმატოთ მოშუშული ხახვი, წვრილად დაჭრილი კამა, შავი პილპილი, მარილი და აურიოთ ერთმანეთში.
  10. ღვეზელი:
  11. ამოსული ცომისგან გავაკეთოთ გუნდები.
  12. გუნდები გავაბრტყელოთ ფქვილ მოყრილ დაფაზე.
  13. გაბრტყელებულ გუნდის შუაგულში მოვათავსოთ გულსართი.
  14. ამოუკეცოთ ცომის ბოლოები შუაში და კარგად მოუკრათ თავი, და უდნავ ხელით გავაბრტყელოთ.
  15. გავახუროთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, დავაწყოთ ღვეზელი და შევწვათ ორივე მხრიდან.
  16. შემწვარი ღვეზელი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.

Yield20 ცალი.

Serving size: 10.
Calories per serving: 575 კკალ.
Fat per serving: 16.06 გრამი.

Optimization WordPress Plugins & Solutions by W3 EDGE