კარტოფილის ღვეზელი
კარტოფილის ღვეზელი
ინგრედიენტები:
- ცომისთვის:
- 1 კილოგრამი პურის ფქვილი,
- 20 გრამი საფუარი,
- 1 ჩაის კოვზი მარილი,
- 500 მილილიტრი წყალი,
- შიგთავსი:
- 1 კილოგრამი კარტოფილი,
- 3 ცალი ხახვი,
- 10 გრამი კამა,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი,
- 150 მილილიტრი მცენარეული ზეთი.
მომზადება:
- ცომი:
- თასში ჩავყაროთ 800 გრამი ფქვილი.
- დაუმატოთ საფუარი, მარილი, დაუმატოთ წყალი და მოვზილოთ ცომი.
- ცომი დავამრგვალოთ გუნდასავით, დავახუროთ სუფთა ტილო თასზე და გავაჩეროთ 45 წუთი.
- შიგთავსი:
- კარტოფილი გავრეხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ და გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- ხახვი გავფცქვნათ, დავჭრათ და მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში.
- კამა დავჭრათ წვრილად.
- გატარებულ კარტოფილს დაუმატოთ მოშუშული ხახვი, წვრილად დაჭრილი კამა, შავი პილპილი, მარილი და აურიოთ ერთმანეთში.
- ღვეზელი:
- ამოსული ცომისგან გავაკეთოთ გუნდები.
- გუნდები გავაბრტყელოთ ფქვილ მოყრილ დაფაზე.
- გაბრტყელებულ გუნდის შუაგულში მოვათავსოთ გულსართი.
- ამოუკეცოთ ცომის ბოლოები შუაში და კარგად მოუკრათ თავი, და უდნავ ხელით გავაბრტყელოთ.
- გავახუროთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, დავაწყოთ ღვეზელი და შევწვათ ორივე მხრიდან.
- შემწვარი ღვეზელი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.