პასტა და ბურღულეული, სალათები

ბრინჯის სალათა, დიეტური რეცეპტი.

ბრინჯის სალათა

ბრინჯის სალათა

ბრინჯის სალათა

ინგრედიენტები:

  • 250 გრამი ბრინჯი,
  • 1 ცალი სტაფილო,
  • 3 ცალი ხახვი,
  • 3 ცალი ბულგარული წიწაკა (წითელი),
  • 5 გრამი კამა,
  • 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ 1 სუფრის კოვზი მარილი და შემოვდგათ ცეცხლზე.
  2. წყალი რომ ადუღდება ჩავყაროთ გარეცხილი ბრინჯი და მოვხარშოთ.
  3. მოხარშული ბრინჯი ამოვიღოთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი.
  4. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  5. ბულგარული წიწაკას გამოვაცალოთ შიგთავსი და დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
  6. სტაფილო გავრეცხოთ, გავასუფთავოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  7. კამა დავჭრათ წვრილად.
  8. გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, დავაყაროთ სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ხახვი და მოვშუშოთ.
  9. მოშუშულ მასას დაუმატოთ მოხარშული ბრინჯი, ავურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე 5 წუთით.
  10. დავუმატოთ მარილი, შავი პილპილი, კამა და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  11. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
  12. გემრიელათ მიირთვით.
5/5 (1 Review)

Related Posts