წიწიბურა სოსისით
წიწიბურა სოსისით
ინგრედიენტები:
- 500 გრამი წიწიბურა,
- 6 ცალი სოსისი,
- 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- წიწიბურა გავასუფთაოთ, გავრეცხოთ და ჩავყაროთ ქვაბში.
- დავასხათ 3 ჩაის ჭიქა წყალი.
- დაუმატოთ მარილი და მცენარეული ზეთი.
- დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ წყლის სრულად ამოშრობამდე.
- ქვაბით დავადგათ წყალი, ადუღების შემდეგ ჩავყაროთ სოსისი და ვადუღოთ კიდევ 3-4 წუთი.
- მომზადებული წიწიბურა და სოსისი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.