პასტა და ბურღულეული

სპაგეტი სოსისით. უგემრიელესი კერძი

სპაგეტი სოსისით

სპაგეტი სოსისით

უგემრიელესი სპაგეტი სოსისით.

ინგრედიენტები:

  • 100 ღერი სპაგეტი.
  • 10 ცალი სოსისი (რძიანი)(პატარა).
  • 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი.
  • 1 სუფრის კოვზი მარილი.

მომზადება:

  1. სოსისი გავჭრათ შუაზე.
  2. თითოეულ სოსისის ნაჭერში გაუყაროთ 5 ღერი სპაგეტი.
  3. ავადუღოთ წყალი და დაუმატოთ 1 სუფრის კოვზი მარილი.
  4. ფრთხილად ჩავალაგოთ ადუღებულ წყალში სპაგეტიანი სოსისი.
  5. ვხარშოთ 15 წუთი.
  6. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე მოვასხათ მცენარეული ზეთი, მოვაყაროთ მარილი და მივირთვათ ცხლად.